„ლელო - ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
„ლელო - ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს.
თბილისში "ძლიერ საქართველოს" ჯამში 13 კანდიდატი, ხოლო გახარიას გუნდს 12 კანდიდატი ეყოლება.
კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველოდან” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
- 1. მთაწმინდა - ლანა გალდავა
- 2. ვაკე - ტრადიციული ნაწილი - ვახტანგ სურგულაძე
- 3. საბურთალო - ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა - რამაზ მანდარია
- 4. კრწანისი - თამარ ბოყოველი
- 5. ისანი - ვაზისუბანი - გიორგი სიორიძე
- 6. სამგორი - ვარკეთილი - ნინო ქათამაძე
- 7. სამგორი - მე-3 მასივი, ზემო პლატო - გულიკო ზუმბაძე
- 8. დიდუბე - წერეთელი - ბექა ბერიძიშვილი
- 9. ნაძალადევი ნახალოვკა - ნიკა ჩერქეზიშვილი
- 10. ნაძალადევი - სანზონა - ქეთევან თურაზაშვილი
- 11. გლდანი - ავჭალა, ზაჰესი - გიორგი რეხვიაშვილი
- 12. გლდანი - კენტები - ჯუბა ლოლაძე
- 13. გლდანი - მუხიანი - გრიგოლ გეგელია
“გახარია საქართველოდან” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
- 1. ზემო ვაკის ოლქი - ზაზა თავაძე
- 2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი- სალომე კობალაძე
- 3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომის ოლქი- როინ ქოჩორაშვილი
- 4. ავლაბარის ოლქი - სოფო ხორგუანი
- 5. ნავთლუღის ოლქი - ვიკა ფილფანი
- 6. ქვემო სამგორის ოლქი - გიგა კაცია
- 7. ზღვისუბნის ოლქი - ეკა უდესიანი
- 8. ლილო ორხევის ოლქი - დაჯი კოვზირიძე
- 9. ჩუღურეთის ოლქი - რუსუდან თევზაძე
- 10. გლდანი ლუწი მიკრორაიონების ოლქი - კოკა კობალაძე
- 11. ლოტკინის ოლქი - ფიქრია გოგოლაძე
- 12. დიღმის ოლქი - გიორგი შარაშიძე