რუსლან სივაკოვი: გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას
"გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას"- ამ სიტყვებით დაასრულა საბოლოო სიტყვა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რუსლან სივაკოვმა.
მისი თქმით, სინდისის პატიმრებისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია:
„მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა: მთელი გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო და იქნება ჩვენ გვერდზე.
ამ არც ისე იოლ პერიოდში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი კოლოსარული მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ, აგრეთვე მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი ადვოკატებს... ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისათვის. Და ისედაც ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, სამართლიანები.
Ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ შემდეგი: მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, რომ ამისთანა ვითარებაში გაგიცანით მაგრამ ამაში არაფერი საშიში არაა.
მთავარია, რომ მომავალში Ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას უფრო კეთილგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ.
და ახლა რაც შეეხება ჩვენს ბრალდებას: მე ვთვლი, რომ ეს არის სრული აბსურდი და დარწმუნებული ვარ ათასი პროცენტით, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურა მშვენივრად იცის, მაგრამ არანაირად არ უნდათ, რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ. Იყოს, რაც არის არის.
შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ.
ამ მომენტისათვის მთავარი მხოლოდ ერთი რამაა, რომ მოსამართლემ ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება და, მე რა თქმა უნდა, მე არ მჯერა, რომ ასე მოხდება. ამ მომენტისთვის ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი. Მადლობა, რომ მომისმინეთ. გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას. “ - თქვა სინდისის პატიმარმა "პუბლიკას" მიხედვით.
ასევე ნახეთ:
- ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა პროკურორებს და მოსამართლეს: გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდით
- ვალერი თეთრაშვილი პროკურორებს: "იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით"
- ვიბრძოლოთ ბოლომდე... არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა! - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა
- იბრძოლეთ ბოლომდე, არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს - ჯანო არჩაია