რუსეთის დავალებაა ივანიშვილის რეჟიმისთვის, ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველომ უვიზო მიმოსვლა დაკარგოს - სამადაშვილი

08.09.25 17:43
რუსეთის დავალებაა ივანიშვილის რეჟიმისთვის, ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველომ უვიზო მიმოსვლა დაკარგოს - სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის შეფასებაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, მათი მოთხოვნები არა თუ არ შესრულდა, უფრო მეტიც, ყველა ნაბიჯი, რომელიც დღეს იდგმება, მათი რეკომენდაციის საწინააღმდეგოა.

სამადაშვილი აცხადებს, რომ „კობახიძე მიზანმიმართულად ასრულებს რუსეთის დავალებას, რაც შეიძლება სწრაფად მოუწიოს ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილების მიღება.“

ევროკომისიის შეფასება ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირის მოთხოვნები არათუ არ არის შესრულებული, არამედ დღეს, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროების მიზნით და ფაქტობრივად, მათი საქმიანობის აკრძალვის მიმართულებით, ეს არის საწინააღმდეგო ევროკავშირის ყველა რეკომენდაციის და მოთხოვნის. დარწმუნებული ვარ, რუსეთის დავალება არის კობახიძის და ივანიშვილის რეჟიმისთვის, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, საქართველომ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა, რადგან რუსეთისთვის ძალიან დიდი ხანია უკიდურესად გამაღიზიანებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია უვიზოდ ვიმოგზაუროთ ევროკავშირში და როგორც ჩანს, კობახიძე მიზანმიმართულად ასრულებს ამ დავალებას, რაც შეიძლება სწრაფად მოუწიოს ევროკავშირს ამ გადაწყვეტილების მიღება, -განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები