"უნდა გავაკეთოთ ის რაც "ოცნებას" არ სურს" - ბადრი ჯაფარიძე

08.09.25 23:28
"უნდა გავაკეთოთ ის რაც "ოცნებას" არ სურს" - ბადრი ჯაფარიძე

"უნდა გავაკეთოთ ის რაც "ოცნებას" არ სურს" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ მარტო დარჩენილიყო მუნიციპალურ არჩევნებში. ბადრი ჯაფარიძის  განცხადებით, ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში "ლელო - ძლიერ საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აქვს შანსი, რომ დიდ ქალაქებში "ქართული ოცნება" დაამარცხოს. 

არ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნების" ამოცანა არის ის, რომ მარტო დარჩენილიყო ამ მუნიციპალურ არჩევნებში, 100%-ით კონსოლიდირება მოეხდინა თავისი ძალაუფლების, ეს იყო მისი ამოცანა. 

ჩვენი პასუხი ის არის, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რაც "ქართული ოცნების" ამოცანა იყო, რომ ჩვენ გვეთქვა უარი ამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენი კოალიციის და გახარიას პარტიის გარდა აქვთ 12 პარტიანი სია, რასაც გაყიდიდნენ როგორც კონკურენტულ არჩევნებს, თუ ვლაპარაკობთ მათ ამომრჩევლებზე, თორემ გარეთ ცივილიზებული სამყარო ამას არ მიიღებს არანაირად, არც სამართლიანად და არც კონკურენტულად, როდესაც პოლიტიკური ლიდერები არიან სატუსაღოში, შესაბამისად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაც მათ არ სურთ.

თუ კი იქნება აქტიურობა, ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ დიდ ქალაქებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები