გახარიას გუნდი: ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა.
- იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და შესაბამისი წერილით მანდატშეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!
ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას).
ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში, ნუ აჰყვებით “იმედის” ცრუ პროპაგანდას - ამის შესახებ კი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
“იმედის” ბინძურ პროპაგანდაზე:
ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ
პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში.
ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს…..ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც.
ნუ აჰყვებით “იმედის” ცრუ პროპაგანდას", - წერს ბერდია სიჭინავა.
სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილიც:
"არაფერი არ შეგვიწყვეტია, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, ეს არის ტექნიკური პროცედურა. ჩვენი პარტია აგრძელებს პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას. ეს ადამიანები გახდებიან და გახდნენ წევრები, რადგან მათ უყარეს კენჭი, მაგრამ ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ ბოიკოტს, ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი, არაფერი საერთო არ აქვს პარლამენტში შესვლასთან, არ შესვლასთან, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, ამის შესახებ თქვენ აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ ეს ხალხი პარლამენტში, ამ ეტაპზე არ შედის." - აცხადებს პოლიტიკოსი.
გიორგი გახარიას კიდევ ერთი თანაპარტიელი, სოფიო ხორგუანი, წერს, რომგაერთიანება პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება.
"სიმართლე კი არის ეს - პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩები. ვიბრძვი ავლაბრის ოლქში (ისანი პირველი) თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის.
12 დეპუტატის უფლებამოსილება შეწყდა, შემდეგი 12 დეპუტატის ცნო პარლამენტმა. ვინაიდან კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, შპს-ს დირექტორობა და წილის მართვის უფლება გადავეცი სხვა მოქალაქეს და ეს შევატყობინე პარლამენტს მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რა აზრის ვარ იმ ხალხზე, ვინც იქ სხედან." - წერს ხორგუანი.