ელისაშვილი: ქალს რომ ხელს დაარტყას, ის არც ქართველია და არც კაცია, ის არის ფარჩაკი

09.09.25 15:45
ელისაშვილი: ქალს რომ ხელს დაარტყას, ის არც ქართველია და არც კაცია, ის არის ფარჩაკი

 

 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-მერობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ასე მაშინ იქცევიან, "როცა არაფერი აქვთ სათქმელი და აბსოლუტურ კრიზისში არიან". 

მისი თქმით, "ქალს, რომ ხელს დაარტყამს, ის არც ქართველია, არც კაცია, ფარჩაკია". 

ქალს და გოგოს, რომ კაცი ხელს დაარტყამ, ის არც ქართველია, არც კაცია, ის ფარჩაკია, იმაზე უფრო ფსკერი არ არსებობს. ასე როდის იქცევიან - როცა არაფერი სათქმელი ხალხთან არ აქვთ, როცა არიან აგონიაში და როცა არიან აბსოლუტურ კრიზისში. მეტი მუშტების, ვიღაცა კუნთმაგარი დებილების და არაკაცების და არარაობების გამოყვანის გარდა არაფერი, რომ არ შეგიძლია ე.ი. აბსოლუტურად გაკოტრებულიხარ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები