"თავისუფლების მოედანი": ვითხოვთ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას

09.09.25 15:52
"თავისუფლების მოედანი": ვითხოვთ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას

მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეებზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, "თავისუფლების" მოედანმა" საგანგებო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააკეთა. 

ლევან ცუცქირიძე და მისი გუნდის წევრები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ და პოლიციას ახსენებენ, რომ მათი მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა. 

მოვედით აქ იმისთვის, რომ შევახსენოთ მათ, რომ ისინი ანგარიშვალდებული ჩვენთანაც არიან, არამხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. 

ამიტომ ახლა დავტოვებთ ოფიციალურ მოთხოვნას, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეგვხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები ასეთი ბანდიტური თავდასხმებისგან," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია. 

მსგავსი სიახლეები