ნინო წილოსანმა ნაცემი ქალები "მოძალადეებად" გამოაცხადა

09.09.25 17:04
ნინო წილოსანმა ნაცემი ქალები "მოძალადეებად" გამოაცხადა

 

 

"ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა, გუშინ, მელიქისვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან ნაცემი ქალები "მოძალადეებად" გამოაცხადა. 

მისი თქმით, გუშინ, "ფაშისტური დაჯგუფება "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბში მივარდა". 

მცირერიცხოვანი ფაშისტური დაჯგუფება გადაადგილდება თბილისში და აორგანიზებს სხვადასხვა ფორმის ძალადობებს, მათ შორის ძალადობას პოლიციელების, ჩვენი პარტიული მხარდამჭერების და უბრალოდ მოქალაქეების მიმართ. 

გუშინ ჩვენ ვიხილეთ, როგორ მივარდა ეს ფაშისტური დაჯგუფება "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბში. სადაც, ვინც, როგორ მომაყენებს შეურაცხყოფას, შესაბამისად გავცემ მე, ერთი მოქალაქე პასუხს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოქალაქე არის თავის თავზე პასუხისმგებელი, როდესაც იქეთა მხარე ისეთი აგრესიულია, რაღაცა ფორმით აუცილებლად უნდა გაეცეს ამას პასუხი. 

ფაშისტი ქალებიც იყვნენ და შესაბამისად, ფაშისტი ქალებიც დაისაჯნენ იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და შესაბამისად, ეს ფაშისტური გამოვლენა, რა დროსაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაშისტი ქალი იქნება თუ კაცი," - ამბობს ნინო წილოსანი. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნაცემ აქტივისტებს პოლიციაში უჩივლა. 

მსგავსი სიახლეები