ვინ გაურიგდა ოპოზიციას - ემზადება თუ არა "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების დასაჭერად?
„ქართულ ოცნებაში“ აღარ გამორიცხავენ, რომ პარტიის ყოფილი ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი 4 ოქტომბერს ხალხის მხარეს გადადგნენ. მათივე წინა საჯარო განცხადებების მიხედვით, მმართველი გუნდის ორი ყველაზე გავლენიანი ფიგურა შესაძლოა სწორედ ქუჩიდან დაუპირისპირდეს საკუთარ გუნდს.
პარტიის შიგნით არსებულ შიშს დღეს დაადასტურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, გამორიცხული არ არის ყოფილი ლიდერების პოლიტიკაში დაბრუნება, მათ შორის იმ ფონზე, რომ შესაძლოა საუბარი იყოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც.
„ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი წევრები პასუხისმგებლობას უკვე იხსნიან და ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მშვიდობიანი პროტესტი აშინებთ და ყოფილებს აფრთხილებენ, რომ თუ პარტიის წინააღმდეგ წავიდნენ, დაისჯებიან.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.