ასი ათასობით ლარი ბიუჯეტიდან - რაში უხდიან ფულს „ოცნების“ ახალგაზრდულის ხელმძღვანელს

09.09.25 21:20
ასი ათასობით ლარი ბიუჯეტიდან - რაში უხდიან ფულს  „ოცნების“ ახალგაზრდულის ხელმძღვანელს

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ალექსანდრე მუკათარიძე მოქალაქეებზე ძალადობაში ფიგურირებს. „პირველების“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს ალექსანდრე მუკათარიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ნომერ 41 მაისურით აღჭურვილი, არაერთხელ ჩნდება კადრებში და ფიზიკურად ძალადობს კახა კალაძის შტაბთან შეკრებილ მოქალაქეებზე.

მუკათარიძე, რომელიც "ქართული ოცნების" თავდამსხმელთა რაზმის ერთ-ერთ მეთაურად სახელდება და ახლა უკვე საკრებულოს წევრობაზეა ნომინირებული, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით არის დაფინანსებული.

„პირველების“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ აპრილში ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბიუჯეტიდან 705 ათასი ლარი მიიღო, ოფიციალურად - სტუდენტური ფესტივალის ორგანიზებისთვის. მოგვიანებით, მას დამატებით 128 ათასი ლარი გამოეყო დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც.

ალექსანდრე მუკათარიძე საარჩევნო სიაშიცაა ჩასმული. ის აქტივისტებზე ძალადობის არაერთ ეპიზოდში ფიგურირებს, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ. მაშინაც მუკათარიძე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, თუმცა არც მაშინ და არც ახლა პასუხი არავის მოუთხოვია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები