ჩემი მთავარი სათქმელი იქნება, იმ სტრატეგიულ საფრთხეებზე საუბარი, რაც ელოდება საქართველოს- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხითე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნების შესახებ დაგეგმილ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებლი იქნება, ამბობს, რომ მისი მთავარი სათქმელი იქნება “ის სტრატეგიული საფრთხეები, რაც ელოდება საქართველოს და ყველა იმ ძალებს და ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან, კავკასიის რეგიონში იყოს მშვიდობა“.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, მისი მთავარი მოვალეობა არის ყველაგნ იყოს იმ ხალხის ხმა, რომელიც დღეს დგას ქუჩაში და აქვს ერთი სათქმელი- “საქართველო დღესაც იმავე ორიენტაციაზეა, რაზედაც იყო საუკუნეების მანძილზე.“
ჩემი მოვალეობაა ვიყო აქ იმ ხალხის ხმა, რომელიც დგას ქუჩში და აქვს სათქმელი, რომ საქართველო დღესაც იმავე ორიენტაციაზეა, რაზედაც იყო საუკუნეების მანძილზე. ჩემი როლია, ეს გზავნილი მივიტანო ამერიკელებთან, რომ მათი 30-წლიანი პოლიტიკა, მათი ჩადებული ინვესტიცია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველაფერზე, რაც გააკეთეს, რომ საქართველო შემდგარიყო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს ყველაფერი დღეს საფრთხის ქვეშაა. ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია და რუსეთის დომინაციის ქვეშ დაბრუნება. ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს ამერიკას. დღეს, ყველაფერთან ერთად, სტრატეგიული ინტერესებია ძალიან დიდი საფრთხეში. ამერიკა თუ ჩართულია იმაში, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შედგეს მშვიდობიანი მოლაპრაკებები და ახალი სატრანზიტო გზები, არ შეიძლება ამერიკას დაავიწყდეს, რომ მთავარი ქვეყანა კავკასიაში თუ უბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს, ეს ძალიან დიდი უკან დახევაა, ამერიკული ინტერესების. ეს არის ის ყველაფერი, რაც არის ჩემი სათქმელი, -განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ავტორიტარიზმი არის ერთი ნაწილი, რომელზედაც ძალიან ბევრი მტკიცებულებები აქვთ.
ეს არი არის პირველი მოსმენა, ყველა ის კანონები, რაც მიღებული იქნა, ყველა ის უკანონო დაპატიმრებები უკვე შეგრობეულია ჰელსინკის კომისიაში. ჩემი მხრიდან, როგორც პრეზიდენტისგან, ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელია, ის სტრატეგიული საფრთხეები, რაც ელოდება საქართველოს და ყველა იმ ძალებს და ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ ამ რეგიონში იყოს მშვიდობა და იყოს მათი ინტერესები დაცული, - დასძინა მან.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნების შესახებ 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე მოსმენას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
მოსმენაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი და მკვლევარი ლუკ კოფი.
ჰელსინკის კომისიის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს. მოსმენა განიხილავს საქართველოს ავტორიტარიზმში ჩავარდნის გლობალურ შედეგებს.