ეს არის კრაზანების ბუდე, სადაც სიებით სხედან, როგორ გააყალბონ არჩევნები და ვინ დააშინონ - ცისკარიშვილი
ეს არის კრაზანების ბუდე, სადაც სიებით სხედან, როგორ გააყალბონ, ვინ დააშინონ და როგორ მოიზიდონ ადამიანები, - ამის შესახებ ნაციონალური მოძარობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან განაცხადა.
მისი თქმით, “ეს ადამიანები ქალაქში ვერც უნდა ბედავდნენ გავლას და ასეც არის, რადგან ყოველდღიურად, გაბზარებული ადამიანები გამოდიან.“
ეს კრაზანების ბუდე, სიყალბე, ვითომ აქ არჩევნებს რომ ატარებენ, შტაბი რომ აქვთ გახსნილი, ლურჯ ფერებში, ესენი ქალაქში ვერ უნდა ბედევდნენ გავლას და ასეც არის, ყოველდღიურად, აქ გაბზარებული ადამიანები გამოდიან. აქ რამე მართლა არჩევნები კი არ ტარდება, შიგნით მოთავსებულია სპეცოპერაციის სამსახური, რომლებიც სიებით სხედან, როგორ გააყალბონ, ვინ დააშინონ, მოიზიდონ, აი, ამაზე მუშაობენ. დარმწუნებული ვარ, ეს ყველაფერი, სულ მალე, რამდენიმე კირაში დასრულდება, - განაცხადა ცისკარიშვილმა.