“ოცნება“ არის ჩამოშლილი, არაფერზე აღარ დგას, თქვენ ნახავთ, რა მოხდება 4 ოქტომბერს- სოფო ჯაფარიძე

09.09.25 23:46
“ოცნება“ არის ჩამოშლილი, არაფერზე აღარ დგას, თქვენ ნახავთ, რა მოხდება 4 ოქტომბერს- სოფო ჯაფარიძე

დღეს „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლილი, არაფერზე აღარ დგას, როგორც კი დაინახეს ბევრი ხალხი და არიან შეყუჟულები ოფისში, ვერც კი მოახერხეს, რომ თავი გამოეყოთ, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მან 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს იქნება საქართველოს გამარჯვების დღე და ქართველი ერი, ერთ მუშტად შეკრული, აუცილებლად, მშვიდობიანად დაამხობს ამ ხელისუფლებას.“

დღეს „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლილი, არაფერზე აღარ დგას, როგორც კი დაინახეს ბევრი ხალხი და არიან შეყუჟულები ოფისში, ვერც კი მოახერხეს, რომ თავი გამოეყოთ.  თქვენ ნახავთ, რა მოხდება 4 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი, ათი ათასობით ადამიანი იდგება გარეთ, არა პარტიის წარმომადგენელი და ამომრჩეველი, არამედ ქართველი ერი, ერთ მუშტად შეკრული, რომელიც, აუცილებლად, მშვიდობიანად დაამხობს ამ ხელისუფლებას. გარკვეულ ნაბიჯებზე ნელ-ნელა ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, ეს იქნება საქართველოს გამარჯვების დღე, აღარ არის პოლიტიკური და პარტიული ამბიციების დრო,  აღარ არის ცარიელი სიტყვების დრო, ახლა დროა მოქმედების. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მზად ვარ ვიბრძოლო უკომპრომისოდ, ბოლომდე, რაც მთავარია გამარჯვებამდე, რომელიც გარდაუვალი იქნება 4 ოქტომბერს, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები