ფიშერი: ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით
ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, გიუნტერ კრიხბაუმ მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.
„კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.