ოპოზიცია: ეუთო-ოდირის მისიის მოწვევა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ხრიკი აღმოჩნდა

10.09.25 11:55
ოპოზიცია: ეუთო-ოდირის მისიის მოწვევა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ხრიკი აღმოჩნდა

ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეუთო ოდირის მისიის მოწვევა "ოცნების" პროპაგანდისტული ხრიკი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ოპოზიცია საუბრობს. 

"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს რეალურად, სადამკვირვებლო მისიის მოწვევა არ სურდა, ახლა კი მათ უარს ისევ ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად გამოიყენებს. 

ეუთო-ოდირის მისიის მოწვევა რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა პროპაგანდისტული ხრიკი. ასეთი რამ ჩვენ გვინახავს ბელარუსში, გვინახავს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში. რომ ნდომობდა რეალურად "ქართულ ოცნებას" ეუთო-ოდირის მისიის მოწვევა, ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა უარს ამის შესახებ. ახლა ველოდებით იმას, რისი პროგნოზიც გავაკეთეთ. კერძოდ, ირალი კობახიძე და სხვა მოლაპარაკე თავები დააბრალებენ ისევ ეუთო ოდირს არჩამოსვლას და ისევ ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით იქნებიან დაკავებულები. სინამდვილეში, ეს იყო მათ მიერ "მოწვევა მოწვევისთვის", - ამბობს სიორიძე. 

გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ "ოცნებამ" იმთავითვე კარგად იცოდა, რომ ამ მოკლე დროში ეუთო-ოდირის მისიის მოწვევა შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდმა მორიგ ტრიუკს მიმართა და ახლა ყველაფერს ისევ "დიფ სთეითს" დააბრალებს.  

წინასწარ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დროის ამ პერიოდში ეუთო-ოდირის მისიის მოწვევა იქნებოდა შეუძლებელი. ზუსტად იცოდნენ, რა პასუხსაც მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ დააგვიანეს მისიასთან დაკავშირებული მოსაწვევის გაგზავნაეუთო-ოდირში. ეს არის თაღლითი რეჟიმი, რომელიც ასეთი ტრიუკებით ცდილობს საერთაშორისო ლეგიტიმაციის თითქოს მოპოვებას და მერე იმაზე საუბრის დაწყებას, თითქოს აი, ეუთო-ოდირი არ ჩამოვიდა და არ აკვირდება ამ არჩევნებს და რომ თითქოს ამაში ურევია "დიფ სთეითის" ხელი, - ამბობს ბერდია სიჭინავა.  

მომხდარს "ფარსს" უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძეც.  

ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას არ აპირებდნენ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ, რომ მაშინ, როდესაც უკვე, ფაქტობრივად, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისი, რომ ეუთო ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება, გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ეუთო-ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითეს იმას, რომ ისინი ცდილობენ, შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღცნაირი ტიპის არჩევნები, - ამბობს ანი წითლიძე.  

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა 4 ოქტომბრამდე, ანუ ერთი თვეზე ნაკლებ დროში,  სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება, დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩაატაროს არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR კომენტარს ვერ აკეთებს იმ არჩევნებზე, რომელსაც თავად არ აკვირდება, ის საქართველოში პროცესების მონიტორინგს მაინც განაგრძობს - დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. 

მსგავსი სიახლეები