წითლიძე: ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი

10.09.25 12:27
წითლიძე: ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი

„ეუთო/ოდირის მოწვევა „ოცნების“ მხრიდან არის ტყუილი და მანიპულაცია – ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი.” - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ეუთო/ოდირის განცხადება, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მისიას არ გამოგზავნის.

როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება“.

“ოცნების” მხრიდან მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებია რუსულ სპეცოპერაციამდე დარჩენილი ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი
და კიდევ ერთი მანიპულაცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე “ოცნების” განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე, რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისი, რომ ეუთო/ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე მაშინ “ოცნებამ” გადაწყვიტა ფორმალურად, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს რაც მათი მხრიდან ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ფარსი თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა რაც “ქართულმა ოცნებამ” ეს არის აბსოლუტურად ცხადი, რადგან მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ძირითადი წინასაარჩევნო კამპანია გავლილია და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ეუთო/ოდირი მათ შორის გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს ხოლმე საარჩევნო კამპანიაზე, ემზადება ტექნიკურად და ა.შ. ამ მოცემულობაში, რა მოცემულობაც ახლა არის, ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი “ოცნების” ამ მანიპულაციაზე.” - განაცხადა ანა წითლიძემ

 

მსგავსი სიახლეები