ხელები ექავებოდათ - რის სათქმელად გამოვიდა ლევან მაჭავარიანი "ტვ პირველთან" სამჯერ

10.09.25 13:50
ხელები ექავებოდათ - რის სათქმელად გამოვიდა ლევან მაჭავარიანი "ტვ პირველთან" სამჯერ

"გადარჩნენ გუშინ და თავ-პირი არავის დაელეწა, ფრთხილად იყვნენ" - ამ სიტყვებით მიმართავს კახა კალაძის შტაბის ხელმძღანელი, ლევან მაჭვარიანი აქციის მონაწილეებს, რომლებსაც 2 დღის წინ "ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ახალბედა "მეოცნებე" დღეს განსაკუთრებით აქტიურობდა, მან თავდაპირველად "პირველების" ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა, ამტკიცებდა, რომ მათ მხარდამჭერებს არავიზე არ უძალადიათ. მოუწია ეთქვა, რომ "ყველა არაკაცია ვინც ქალებზე ძალადობს".

მაჭავარიანმა დღეს მოძალადეებად თავად მშვიდობიანი და ნაცემი აქტივისტები გამოაცხადა - "გადარჩნენ გუშინ და თავ-პირი არავის დაელეწა, ფრთხილად იყვნენ, ვერავის დავპირდები, რომ ყველა ყოველთვის ასე მოიქცევა".

აი აქ რომ მოდიან სპეციალურად რომ წყობიდან გამოგვიყვანონ და გინებით რომ მოდიან და გუშინ რის ფასად დაგვიჯდა, რომ ბიჭები, რომლებიც მაგრა ვაჟკაცურად მოიქცნენ და ღირსეულად, იმიტომ, რომ გააანალიზეს, რომ საქართველოს ესე ჭირდებოდა, რომ თავ-პირი არავისთვის არ დაელეწათ და ამიტომ მოიქცნენ ასე და ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ამ ვაჟკაცური მოქმედებისთვის. რომ გადარჩნენ გუშინ, ძალიან ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ვერავის დავპირდები, რომ ყველა ყოველთვის ასე მოიქცევა. ჩემი ძმაკაცი იქნება, ჩემი მეზობელი თუ ჩემი ნათესავი, ვინც ქალზე მოძალადეა, ყველა არაკაცია. მე მაგ პრინციპით ვცხოვრობ და ჩემი გუნდელებიც. ოფისში ჩვენ ასეთები არ გვყავს, თქვენკენ მოიკითხეთ. ქალზე ვინც ძალადობს, ყველა მოძალადეა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი გუბნდის ყველა წევრი დააფიქსირებს, რომ ქალზე მოძალადე ყველა არაკაცია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

ლევან მაჭავარიანი "პირველების" კამერასთან მაშინაც გამოვიდა, როცა ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ძალადობის თემაზე არჩილ გორდულაძეს წერდა.

მაჭავარიანი ისევ კამერებთან დადგა და "ტვ პირველის" ჟურნალისტს უთხრა, რომ "ჩვენი ტელევიზია ეთერში მოვლენებს ზუსტად არ ასახავს", მაშინ როცა  სამთავრობო მედიასაც კი ეთერში "ტვ პირველის" მასალები  ჰქონდა. იგივეს ამტკიცებდა კამერებთან არჩილ გორდულაძე. 

ლევან მაჭავარიანის აქტიურობა ამით არ დასრულებულა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ჩართვაზე დადგა, ლევან მაჭავარიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა შტაბიდან და "პირდაპირი ეთერი" ითხოვა.

ამჯერად მან არა ძალადობაზე, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე ისაუბრა და "ლელო-ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" გალანძღა.

"ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში მან ტელეკამერების წინ აღიარა, რომ შტაბის წევრებს აქციის მონაწილეების ცემა სურდათ - "ხელები ექავებოდათ", მაგრამ საქართველოს გამო შეიკავეს თავი". 

ჩვენმა ბიჭებმა გაიაზრეს, რომ მშვიდობა სჭირდებოდათ საქართველოს და საქართველოს გამო შეიკავეს თავი, თორემ ხელები ექავებოდათ"- განაცხადა მაჭავარიანმა.  

მსგავსი სიახლეები