კალაძის შტაბის ხელმძღვანელი: "ყველა არაკაცია, ვინც ქალებზე ძალადობს"

10.09.25 14:35
კალაძის შტაბის ხელმძღვანელი: "ყველა არაკაცია, ვინც ქალებზე ძალადობს"

 

 

"ყველა არაკაცია, ვინც ქალებზე ძალადობს" - ამის შესახებ კახა კალაძის შტაბის ხელმძღანელმა, ლევან მაჭვარიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, თუმცა იქვე "ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ მათ მხარდამჭერებს არავიზე არ უძალადიათ. 

აჭავარიანმა დღეს მოძალადეებად თავად მშვიდობიანი და ნაცემი აქტივისტები გამოაცხადა:

აი აქ რომ მოდიან სპეციალურად რომ წყობიდან გამოგვიყვანონ და გინებით რომ მოდიან და გუშინ რის ფასად დაგვიჯდა, რომ ბიჭები, რომლებიც მაგრა ვაჟკაცურად მოიქცნენ და ღირსეულად, იმიტომ, რომ გააანალიზეს, რომ საქართველოს ესე ჭირდებოდა, რომ თავ-პირი არავისთვის არ დაელეწათ და ამიტომ მოიქცნენ ასე და ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ამ ვაჟკაცური მოქმედებისთვის. რომ გადარჩნენ გუშინ, ძალიან ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ვერავის დავპირდები, რომ ყველა ყოველთვის ასე მოიქცევა. ჩემი ძმაკაცი იქნება, ჩემი მეზობელი თუ ჩემი ნათესავი, ვინც ქალზე მოძალადეა, ყველა არაკაცია. მე მაგ პრინციპით ვცხოვრობ და ჩემი გუნდელებიც. ოფისში ჩვენ ასეთები არ გვყავს, თქვენკენ მოიკითხეთ. ქალზე ვინც ძალადობს, ყველა მოძალადეა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი გუბნდის ყველა წევრი დააფიქსირებს, რომ ქალზე მოძალადე ყველა არაკაცია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

 

მსგავსი სიახლეები