საქართველო მშვიდობის ინდექსში 109-ე ადგილზეა და რუსეთთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ევროპასთან-დეკანოიძე

10.09.25 14:57
საქართველო მშვიდობის ინდექსში 109-ე ადგილზეა და რუსეთთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ევროპასთან-დეკანოიძე

მსოფლიო ქვეყნების მშვიდობის ინდექსში საქართველო 109 ადგილზეა - ამის შესახებ ინფრომაციას  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ავრცელებს. მისი თქმით, ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის (GPI) ყოველწლიური კვლევის შედეგებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა პირველ 30-შია, ხოლო საქართველო რუსეთთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე მშვიდი და უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგის ლიდერებთან.

დეკანოიძე "ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დამყარებული ვითარება „მშვიდობის“ ხარისხს არ შეესაბამება.

ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური მსოფლიო ქვეყნების მშვიდობის ინდექსი GPI. 
ინდექსი დგება სხვადსხვა მაჩვენებლების მიხედვით, მათ შორის ადამიანების სოციალური პირობებისა და უსაფრთხოების დონით. 
ევროკავშორის ყველა ქვეყანა ძალზედ წინ არის. პრაქტიკულად პირველ 30 ქვეყანაში. 
გამოიცანით საქართველო რომელია? 109-ე. 
ეს არის ქოცების დიდი ტყუილი, რომ ჩვენი ქვეყნის ამ ჭაობში ჩაგდებით, მშვიდობა დამყარდა. რუსებთან უფრო ახლოსაა ჩვენი ქვეყანა, ვიდრე თუნდაც პირველ 50-თან. 
კვლევის ბმული კომენტარებში, - წერს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები