მამუკა მდინარაძე ლევან იოსელიანს შეხვდა
მამუკა მდინარაძე ლევან იოსელიანს შეხვდა - სუს-ის ინფორმაციით, მდინარაძემ ლევან იოსელიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. ასევე, იმსჯელეს
ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
„განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სახალხო დამცველმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს", - ნათქვამია სუსის ინფორმაციაში.