კახა კალაძის შტაბთან დღეს აქცია გაიმართება

10.09.25 17:41
კახა კალაძის შტაბთან დღეს აქცია გაიმართება

 

კახა კალაძის შტაბის წინ დღეს ისევ საპროტესტო აქცია გაიმართება - მოქალაქეები შეკრებას 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყებენ და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან გადაინაცვლებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ დღეს "ოცნების" ტიტუშკები კიდევ ერთხელ გაიგებენ მათ ხმას.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ უწყვეტად გავაგრძელოთ მელიქიშვილზე აქციების ჩატარება. როგორც ჩანს, ეს ისეთი ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად სტკივათ და ეს უნდა გამოვიყენოთ" - აცხადებს აქტივისტი.

საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე სამჯერ მოხდა დაპირისპირება.  „ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს არაეართხელ დაუპირისპირდნენ - გაუსწორდნენ ქალებს, ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს.

ე.წ. ტიტუშკების იდენთიფიცირების მიუხედავად, მოძალადეების დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. მეტიც, "ქართულმა ოცნებამ" მომიტინგეებს უჩივლა. 

  • ფაქტებთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა მუხლით გამოძიება დაიწყეს: ჯგუფური ძალადობა, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა და ნივთის დაზიანების ან განადგურება, 9 სექტემბერს კალაძის ბანერის დაზიანების გამო ნაკლების ჩვენება

მსგავსი სიახლეები