ონლაინ ზონდერები აქტივისტების წინააღმდეგ - კალაძის ფეისბუქ პოსტებზე დაწერილი კომენტარების გამო, ტიტუშკები ხალხს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები სიცოცხლის მოსპობის ემუქრებიან ყველას, ვინც "ოცნების" მოძალადეთა რაზმს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. ხმოვანი შეტყობინებები გინებით და მუქარით ერთი მეორეს მიყოლებით იგზავნება. აქტივისტებს შეხვედრაზე მისვლას სთხოვენ და უანონსებენ, რომ უნდა სცემონ.
"ოცნების" ე.წ. ტიტუშკების დავალება ასეთია - მივიდნენ მელიქიშვილზე შეკრებილ დემონსტანტებთან, გადაუღონ ფოტოები, იპოვონ სოციალურ ქსელებში და შემდეგ ათეულობით ყალბი ანგარიშით და პირადი გვერდიდან დაემუქრონ და გაავრცელონ დეზინფორმაცია მათზე.
"ტვ პირველმა" გაარკვია იმ პირის ვინაობა, რომელიც აქციის მონაწილეს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, ის მართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი საბა მინდიაშვილი დემონსტრანტებს რამდენიმე დღის წინ ფიზიკურადაც გაუსწორდა.
კახა კალაძის დასაცავდ მობილიზებული ე.წ. ონლაინ ზონდერები სოციალურ ქსელში იმ ადამიანებსაც ემუქრებიან, რომელებიც მერის დასპონსორებულ პოსტებზე კრიტიკული კომენტარებს წერენ.
პირი, რომელიც მოქალაქეს კრიტიკული კომენტარის გამო ემუქრება, გიორგი გიორგაძეა - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ბათუმიდან და დაქვეითებული პოლიციელის, ირაკლი დგებუაძის, ახლო მეგობარი. გიორგაძის ძალადობრივი ქცევის ვიდეომასალას „ტვ პირველის“ არქივი მრავლად ინახავს, ქალებზე ძალადობის შემდეგ, როგორც ჩანს, ის „ოცნებამ“ ონლაინ ტიტუშკად დაასაქმა.