ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული ძალიან ბევრი “შავი ფული” ტრიალებს - თევზაძე
„2022–2024 წლებში ქოცებმა დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გაათეთრეს“ – ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში წერს. პოლიტიკოსის თქმით, ეს თანხები რუსეთიდან შემოვიდა და მათი მოძრაობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.
თევზაძე ფიქრობს, რომ სქემაში დიდი ალბათობით კომერციული ბანკებიც იყვნენ ჩართული, რადგან ასეთი მასშტაბური სქემა შსს-ს, სუს-სა და ეროვნული ბანკის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა.
2022 - 2024 წლებში დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გაუთეთრებია ქოცებს.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დოლარი კი არა - დოლარის ექვივალენტი რუბლი გაათეთრეს. ეს ფული მოდიოდა რუსეთიდან და მისი გათეთრება 2022 წელს დაიწყო. ანუ, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ.
ქვეყანაში ძალიან ბევრი “შავი ფული” ტრიალებს, ასევე ძალიან ბევრი რუსული ფულია შემოსული და ამ ყველაფერში, დიდი ალბათობით, ჩართულია კომერციული ბანკები. ვისაც სჯერა, რომ გადამხურდავებელ ჯიხურში ახურდავებდნენ 700 მილიონს - სულელია.
გამორიცხულია მშპ-ს 2% მეტი “შავი”, არადეკლალირებული ფული შემოსულიყო და არ/ვერ იცოდეს შსს-მ, სუს-მა და ეროვნულმა ბანკმა.
ქართულმა ოცნებამ და პირადად ივანიშვილმა საქართველო აქცია კრიმინალის, ძალადობის და ნარკოკარტელის ბუდედ. კრიმინალებისთვის საქართველო არის ე.წ Green Zone.
700 მილიონი დოლარი (რუბლებში კიდევ უფრო მეტი) წონაში არის 7000 კგ (7 ტონა) და სიგრძეში 700 მეტრი.
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდის გამოძიებისას დარწმუნებული ვარ ბევრი სიბინძურე ამოტივტივდება. ადამიანებით ვაჭრობით დაწყებული ნარკოტრეფიკით დამთავრებული - სამშობლოს
ღალატი და რუსული ტერორისტული რეჟიმის ხელშეწყონა რამდენიც გინდათ.
ვინც ამ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ღალატობს საკუთარ მომავალს !
„პირველებმა“ დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.