სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე ძებნა გამოაცხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა გამოაცხადა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე.
მედიის ინფორმაციით, პაიკიძე ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
- 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების საქმის ფარგლებში დღეს ითქვა, რომ ბიჭიკო პაიკიძე B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელია.
ცნობისთვის, სუს-მა სახელმწიფოს კუთვნილილი 4 184 249 ლარის დაუფლების ფაქტზე, B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა, ყოფილ დირექტორ ბიჭიკო პაიკიძეზე კი ძებნა გამოაცხადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლება) და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებაში მონაწილეობა) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.