მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილი არ მიიწვიეს
2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უმასპინძლა, "ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ მიიწვიეს. ვახშამს არც აშშ-ში მყოფი მაკა ბოჭორიშვილი დასწრებია.
- ვახშამს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე ნატოს, ევროკავშირის ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხვა სპეციალურ სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აშშ და ევროპა უფრო ძლიერები, ერთიანები და გლობალური გამოწვევების წინაშე დგომას ელიან", - წერს მარკო რუბიო.
მიხეილ ყაველაშვილი კი სოციალურ ქსელში ავრცელებს ცნობას, რომ ნიუ-იორკში, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა.
როგორც ყაველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.
კიდევ ერთ განცხადებაში, ყაველაშვილმა დაწერა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.