ფავლენიშვილი: როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ

25.09.25 11:58
ფავლენიშვილი: როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ

"როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, როგორ უკანონოდაც დააკავეს პოლიტიკური პოზიციის გამო ლევან ხაბეიშვილი, ასე დააკავებენ აქტივისტებსაც.

რატომ დააკავეს? იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილმა გააჩინა რწმენა, მტკიცე რწმენა, რომ სისტემა აუცილებლად დაიშლება ბოლომდე. ისედაც იშლება ეს სისტემა. დავინახეთ, რომ ყველა მისი დაპირება სრულდებოდა, რასაც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა. სისტემა ერთმანეთს შიგნით არათუ იჭერს, კლავს კიდევაც. ერთმანეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში არიან შესულები.

ამ დროს, ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, მობილიზების შემთხვევაში გაირღვევა. 4 ოქტომბერს ეს აუცილებლად მოხდება. როგორც ლევან ხაბეიშვილს მოექცნენ, ისე მოექცევიან სხვა აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩება ე.წ. ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, არ დარჩება. როგორც უკანონოდ დააპატიმრეს, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური პოზიციის გამო ლევან ხაბეიშვილი, ასე დააკავებენ აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩა ხელისუფლებაში. ამიტომ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ. მისი მეგობრები, თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს!" - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები