მაკა ბოჭორიშვილი სანქცირებულ ბელარუს კოლეგას შეხვდა - ინფორმაცია ქართულ მხარეს არ გაუვრცელებია

25.09.25 17:37
მაკა ბოჭორიშვილი სანქცირებულ ბელარუს კოლეგას შეხვდა - ინფორმაცია ქართულ მხარეს არ გაუვრცელებია

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში,  გაეროს ასამბლეაზებელარუს კოლეგას მაკსიმ რიჟენკოვს შეხვდა - ინფორმაციასბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta.by ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ აუდიენციის შესახებ არაფერი უთქვამს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე ბოჭორიშვილის სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები დევს.

Belta.by-ის თანახმად, მაკსიმ რიჟენკოვმა მაკა ბოჭორიშვილს მოახლოებულ მუნიციპალური არჩევნების ჩატარებაში წარმატება უსურვა.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, მაკსიმ რიჟენკოვს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და შვეიცარიამ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერის, 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობისა და საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის.

მსგავსი სიახლეები