მიხეილ ყაველაშვილი გაეროში თარჯიმნის დახმარებით გამოდის

25.09.25 18:51
მიხეილ ყაველაშვილი გაეროში თარჯიმნის დახმარებით გამოდის

მიხეილ ყაველაშვილი გაეროში თარჯიმნის დახმარებით გამოდის - "ოცნების" პრეზიდენტი ამ წუთებში, ტრიბუნასთან დგას და ქართულ ენაზე საუბრობს.

ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა ომის თავიდან არიდებასა და მშვიდობაზე საუბრით დაიწყო. 

საქართველოს მტკიცედ დგას დიალოგის , მშვიდობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე, ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი, უკვე მეოთხე წელია უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით,  რომლის იარებიც,  დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის, დღესაც საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს, იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვენლობას კარგად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს, კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად ცივილიზაციათა დიალოგის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს, - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსნეებთ, რომ ამ დრომდე გაეროს ტრუბინაზე სიტყვით პრემიერი გამოდიოდა ხოლმე, თუმცა წელს ტრადიცია შეცვალეს და აშშ-ში მიხეილ ყაველაშვილი გააგზავნეს.  

მსგავსი სიახლეები