ირაკლი VS ირაკლი: კობახიძემ ღარიბაშვილის კადრების სახლში გაშვების მიზანზე მიანიშნა

25.09.25 20:03
ირაკლი VS ირაკლი: კობახიძემ ღარიბაშვილის კადრების სახლში გაშვების მიზანზე მიანიშნა

ყოფილი პრემიერის დაცვის სამსახური "პირველებს" უდასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქში, საკუთარ სახლში იმყოფება. სახელმწიფო დაცვისა და მისი პირადი ავტოპარკიც ადგილზეა, თუმცა არც საჯაროდ ჩანს და როგორც იკვეთება, დიდად კომუნიკაცია არც ძველ მეგობრებთან აქვს.

ერთადერთი, ვინც ამ დრომდე ღარიბაშვილი არ უარყო და მასთან მეგობრობა დაადასტურა ნოშრევან ნამორაძეა. ბიზნესმენი   ამტკიცებს, რომ  ექს პრემიერს  არ დაიჭერენ. თუმცა რატომ არ  ჩნდება საჯაროდ,  არ იცის.

ამასობაში კი ირაკლი კობახიძე შანსს არ უშვებს, რომ მის წინამორბედზე ახალი მინიშნებები არ გააკეთოს. კითხვებს თავად აჩენს, შემდეგ კი გვარწმუნებს, რომ ღარიბაშვილის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

ვიდრე კობახიძე კარტებს ბოლომდე გახსნის, სათქმელი მის განცხადებებში იკითხება. ოცნების პრემიერი ამბობს, რომ როცა ღარიბაშვილის კადრებისგან მთავრობა დაცალეს, ამით კორუფციის რისკები დააზღვიეს.

კობახიძის მტკიცებით, კორუფციისა და მილიონების გაფლანგვის ბრალდებით ღარიბაშვილის მთავრობის კადრების დაკავება ბიძინა ივანიშვილის წელიწადნახევრის წინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყეს.

  • რა განაცხადა ივანიშვილმა - "როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება"

ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ ორ თვეში პრემიერობიდან მოხსნეს ირაკლი ღარიბაშვილი. ოცნების დამფუძნებელმა ფსონი კობახიძეზე დადო. ერთმა ირაკლიმ კი მეორე ირაკლის ნდობით აღჭურვილი კადრების მოშორებაც დაიწყო. მინისტრთა კაბინეტიდან გაუშვა ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ქარსელაძე, ზურაბ აზარაშვილი და რატი ბრეგაძე -- ანუ ყველა, ვინც ღარიბაშვილის კლანს წარმოადგენდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი დღეს კობახიძემ აღიარა. 

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები