კობახიძემ გერმანიას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემაზე უარი უთხრა
ირაკლი კობახიძემ გერმანიას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემაზე უარი უთხრა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძის დანაბარები მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვედრაზე პირადად გადასცა.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით. ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.