"ოცნების" დემარში დიპლომატებს - რა მიზანი აქვს ივანიშვილის გუნდს

25.09.25 20:42
"ოცნების" დემარში დიპლომატებს - რა მიზანი აქვს ივანიშვილის გუნდს

ოცნების დემარში დიპლომატებს - საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ დიპლომატებს კობახიძის ოფისში იბარებენ. თუმცა ოცნების პრემიერი გერმანიის ელჩს თავად არ შეხვდა და სასაუბროდ ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გაგზავნა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ოცნება უკმაყოფილოა გერმანიის მთავრობასთან არსებული ურთიერთობებით. 

მანამდე კი საგარეო უწყებაში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. გარეტ უორდი მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური სანქციისთვის დაიბარეს. თითქმის 2 საათიანი აუდიენციის შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა უწყება უსიტყვოდ დატოვა, თუმცა მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ოცნების გუნდთან ბრიტანელ დიპლომატს მძიმე საუბარი ჰქონდა. რატომ გამოუცხადა ბოჭორიშვილის უწყებამ ელჩს საყვედური არ ვიცით, თუმცა, ყოფილი დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ უწყებაში დაბარების მიზეზი ივანიშვილის შიში იყოს ბრიტანული სანქციების მიმართ.

რატომ გახდა დღეს სამიზნე ბრიტანეთის ელჩი? ბოლო წვეთი სავარუდოდ კობახიძის გუნდისთვის ბრიტანეთის მიერ, ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება გახდა, ოცნება ელოდება რომ ოფიციალური ლონდონი მესამე პაკეტსაც აამოქმედებს, სადაც სავარაუდოდ თავად ივანიშივლი იქნება.  

ჯერ მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩი დაიბარა, დღეს დიდი ბრიტანეთის, ახლა ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემდეგი?  თუ ივანიშვილის პრემიერის განცხადებას დავაკვირდებით, ოცნების შემდეგი სამიზნე, სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იქნება. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები