სადაც საფრთხეს გრძნობდნენ, კრიმინალებმა “დააკაჩავეს“ ჩვენი კანდიდატები და მოახსნევინეს კანდიდატურები - ელისაშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატები, რომლებიც “ოცნებისთვის“ საფრთხის შემცველები იყვნენ, მათივე კრიმინალებმა “დააკაჩავეს“ და კანდიდატურები მოახსნევინეს.
როგორც ელისაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, კოალიციაშია არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სხვებმაც მიიღონ.
გრძნობენ, რომ ბევრგან წააგებენ, სადაც გრძნობენ, რომ აქვთ საფრთხე, მარნეულში, ბოლნისში, ზესტაფონში, კრიმინალებმა დააკაჩავეს ჩვენი კანდიდატები და მოახსნევინეს კანდიდატურები. ეს არის ჩვეულებრივი დაკაჩავება, ზეწოლა და ამის შედეგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ დღეებში სხვებმაც თქვან. სინამდვილეში ისინი კანდიდატურებს ვერ მოხსნიან, ეს ვადა გავიდა, 18 სექტემბრამდე ჰქონდათ კანდიდატურების მოხსნის შესაძლებლობა, ისინი ბიულეტენებშიდ არჩებიან, ამიტომ, რაც არ უნდა იძახონ და რაც არ უნდა მართლები იყვნენ საკუთარ დამკაჩავებელთან, მაინც იქნებიან ბიულეტენებში, - აცხადებს ელისაშვილი.
პოლიტიკოსმა ბოლნისის მერის შემთხვევა გაიხსენა და დეტალურად მოყვა, რა ხდებოდა კანდიდატურის მოხსნამდე ორი დღით ადრე.
ბოლნისის მერობის კანდიდატი ვინც იყო, სანამ გამოაცხადებდა, რომ „ოცნების“ სასარგებლოდ ვხსნი კანდადატურასო, მანამდე, 2 დღით ადრე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჩემი ბიძაშვილი პოლიციელია, მოვიდა და ფული შემომთავაზა, მაგრამ არ გავიყიდებიო, ეს შეურაცხმყოფელიაო, ორი დღის შემდეგ კი გამოდის და იძახის რომ „ოცნების“ სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას, - ამბობს ელისაშვილი.