"ოცნების" შეცვლილი რიტორიკა კაცზე, რომელსაც ივანიშვილი ერთ დროს კორუფციასთან ბრძოლის მედროშედ ასახელებდა

25.09.25 21:13
"ოცნების" შეცვლილი რიტორიკა კაცზე, რომელსაც ივანიშვილი ერთ დროს კორუფციასთან ბრძოლის მედროშედ ასახელებდა

2015 წელს ივანიშვილი ქვეყანაში სისტემური კორუფციის აღმოფხვრას გეგმავდა და თან ირაკლი ღარიბაშვილის ხელით.  

დაპირებები უხვად იყო. ოცნების დამფუძნებელი ხალხს ეუბნებოდა, რომ გადაიღებდა ფილმს  კორუფციის შესახებ, შექმნიდა საიტს მოქალაქეებისგან ინფორმაციის მოსაგროვებლად და ასე გამოუცხადებდა დაუნდობელ ომს ელიტურ კორუფციას.

მთელი ეს წლები ოცნება გვეუბნებოდა, რომ კორუფციას ებრძოდა. რომ ქვეყანა წინ მიიწევდა და მთავრობაში ამ დანაშაულზე წამსვლელი არავინ იყო.  

დღეს კი ცხადად ჩანს, რომ კორუფცია არსად წასულა. ისევე როგორც მთელი ეს წლები არსად წასულა ივანიშვილი, რომელმაც თავად გადაწყვიტა კორუფციული სქემების გამო გაშვებული ღარიბაშვილი უკან დაებრუნებნა და რისკების დასაზღვევად თავადაც დაბრუნდა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილია მთავარი პირი, ვისი დაკავების მოლოდინიც თავად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შექმნა. ოცნებაში ღარიბაშვილის კეთილსინდისიერებაზე  თავს ვეღარავინ დებს. ერთ დროს ძლევამოსილ პრემიერთან მეგობრობაც წარსულს ჩაბარდა.

მოსალოდნელია, რომ ღარიბაშვილზე სიახლეს მალე გავიგებთ. რადგან სწორედ მაშინ, როცა ის მთავრობას მართავდა ქვეყანაში მილიარდობით ლარი გაათეთრეს. საზღვარზე კანონდარღვევით შემოიტანეს და დანაშაულებრივი სქემით მიითვისეს. არ ვიცით, ვინ მფარველობდა უპრეცედენტო დანაშაულს, თუმცა რთული წარმოსადგენია რომ ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა ლილუაშვილის სუსს, გომელაურის შსს ან ღარიბაშვილის მთავრობას.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები