კალაძეს შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ
ცენტრალური პარკის ნაცვლად გახრიოკებული ტერიტორია. კალაძეს ხალხის მოტყუებაში კიდევ ერთხელ ამხელენ. ის ჯერ კიდევ წინა მერობის დროს პირდებოდა მოქალაქეებს, რომ თბილისის შუაგულში უზარმაზარი სარეკრეაციო სივრცეს მოაწყობდნენ. ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თითი თითზე არავის დაუკარებია.
კალაძეს შეუსრულებელი დაპირება დღეს მისმა კონკურენტმა შეახსენა. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მოქალაქეების მოტყუებაში კალაძის მსგავსად თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილსაც. ის ხალხს დაპირდა, რომ იპოდრომს თბილისელებს აჩუქებდა, რეალურად კი მიწის ნაწილი ბიზნესმენებზე გაყიდა. ახლა ქალაქის შუაგულში ცენტრალური პარკის გაშენების ნაცვლად, ცათამბჯენების მშენებლობას აპირებენ.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.