“ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ლაყე კვერცხების პარტიად - ირაკლი კუპრაძე
ნაძალადევში, სადაც კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს, ირაკლი კუპრაძის საუბრის დროს, ადგილზე შეკრებილებს კვერცხები ესროლეს.
ამ ინციდენტის შემდეგ, კუპრაძეს სიტყვა არ შეუწყვეტია და “ქართულ ოცნებას“ ლაყე კვერცხების პარტია უწოდა, რომელიც მისი თქმით, ასეთი სასაცილო ქმედებებით ვერაფერს გააკეთებს.
“ტიტუშკები" გვესტუმრნენ და კვერცხებს ისვრიან. ეს არის “ქართული ოცნების” სახე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ “ტიტუშკები” ჰყავს გარშემო. ასეთი სასაცილოა ხოლმე “ქართული ოცნება”. ასეთი სასაცილო მცდელობებით ვერაფერს გააკეთებენ. ეს არის მათი მინუსი, რომ დედისტოლა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს, ოღონდ, ამ ადამიანებს არც სკოლასთან, არც განათლებასთან, არც კულტურასთან და როგორც რუსი პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყოდა, არც IQ-სთან არ ჩაუვლიათ. არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს არც ეროვნულობასთან, არც ქართველობასთან, არც ქალობასთან და არც კაცობასთან. „ქართული ოცნება“ ლაყე კვერცხების პარტიად ჩამოყალიბდა“, -თქვა კურპაძემ.