ფარჩაკებო, ღობის უკან რომ იმალებით, ეს არის თქვენი ვაჟკაცობა? - ელისაშვილმა იმ ადამიანებს მიმართა, ვინც კვერცხები ისროლა
ფარჩაკებო, ღობის უკან რომ იმალებით, ეს არის თქვენი ვაჟკაცობა? გამოდით და დაგველაპარაკეთ, - ასე მიმართა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა იმ ადამიანებს, ვინც ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას კუპრაძეს და იქ შეკრებილ საზოგადოებას კვერცხები ესროლა.
ელისაშვილის თქმით, ეს კვერცხები კუპრაძეს კია არა, ბავშვებს და ქალებს მოხვდათ.
ფარჩაკების გასაგონად, ეს კვერცხები ირაკლი კუპრაძეს კი არ მოხვდა, ან ჩვენ კოალიციას და გახარიას პარტიას, ბავშვები სხედან აქ და ქალები, რამ გადააჯიშათ ესენი. ქალს რომ ურტყამთ, ბავშვებს, რომ კვერცხებს ესვრით, სად გაიზარდეთ, ნახალოვკაში მახსოვს განსაკუთრებული ვაჟკაცები იყვნენ, ეს არის თქვენი ვაჟკაცობა, ღობის უკან რომ იმალებით, ფარჩაკებო თქვენა, გამოდით და დაგველაპარაკეთ,- განაცხადა ელისაშვილმა.