ვინ ისროლა კვერცხები ნაძალადევში “ლელო- ძლიერი საქართველოს“ კანდიდატების წარდგენის დროს
ვინ ესროლა კვერცხები ირაკლი კუპრაძეს ნაძლადევში კანდიდატების წარდგენის დროს - როგორც ოთო ფარულავა ამბობს, ისინი გაიქცნენ, თუმცა აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რადგან ეს “მათი ხელწერაა“.
ფარულავას თქმით, სახელებს და გვარებს ამ დროისთვის ვერ დაასახელებს, თუმცა, აუცილებლად გაირკვევა.
ჩვენი მიზანია, რომ პირველ რიგში ეს ადამიანებიც გავათავისუფლოთ, ქვეყანასთან ერთად, ადამიანები რომლებიც დღეს ქოცნებას ჰყავს მონობაში და აიძულებენ, გააკეთონ ისეთი უღირსი ქმედებები, როგორიც დღეს ჩაიდინეს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ მსგავს ქმედებებს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია კარგად უსრულებს დავალებებს პარტიას და ტიტუშკებად არიან ქცეულნი. ზუსტად არ ვიცი ვინ იყო, თუმცა, ხელწერა მათი იყო, მათი სახელები და გვარები მალე გაირკვევა და ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ უღირს ქმედებებში მონაწილეობდნენ, - განაცხადა ფარულავამ.
ნაძალადევში, “ლელო- ძლიერი საქართველოსა“ წევრებს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გამოდიოდა.
ინციდენტის შემდეგ, კუპრაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება" "ლაყე კვერცხების“ პარტიაა და ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, მან შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.