ესენი აუცილებლად დასრულდებიან, ეგ ამბები შემდეგი კვირების განმავლობაში მოხდება - პეტრე ცისკარიშვილი

26.09.25 00:06
 ესენი აუცილებლად დასრულდებიან, ეგ ამბები შემდეგი კვირების განმავლობაში მოხდება - პეტრე ცისკარიშვილი

ესენი აუცილებლად დასრულდებიან, ეგ ამბები შემდეგი კვირების განმავლობაში მოხდება , - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა, პეტრე ცისკარისვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნებაში“ შიდა არეულობა აქვთ და ეს ორმხრივი ალესილი დანასავითაა“.

ესენი აუცილებლად დასრულდებიან. შიდა არეულობა რომ აქვთ, ეს ორმხრივი ალესილი დანასავითაა, ერთი ის, რომ მართლა ერთმანეთზე ეჭვიანობენ, ბევრი შიშები თან სდევს ამ დაპირისპირებას, იმან რამე კომპრომატი ხომ არ გაიტანა, ვინც წავიდა. თუ დიდხანს გაგრძელდა, ამის რეკონსოლიდირებას მოახდენენ, ბოლომდე გააქრობენ, ამოქოლავენ იმ ჯგუფს, რომელიც ჩარეცხეს და გვერდზე გაწიეს. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რისი ეშინიათ, ეგ ამბები, დარწმუნებული ვარ შემდეგი კვირების განმავლობაში აუცილებლად მოხდება. იქ გეოპოლიტიკური დიდი ძვრები იწყება რეგიონში და ამისიც ძალიან ეშინიათ, ამიტომ გაბრაზდნენ იმ სიმართლეზე, რომელზეც ზელენსკი საუბრობდა. 

რასაც ვერ მოახერხებს პუტინი სამხედრო სპეცოპერაციით, გააკეთებს საარჩევნო სპეცოპერაციით, ეს არის ქართული სცენარი და როდესაც ქართულ სცენარზე ალაპარაკდა ზელენსკი, ყველაზე მეტად ეს ეტკინათ, რადგან ესენი ფიქრობენ, რომ თუ აქეთა, ნატოს ბლოკი ყველა ერთად გაბრაზდა ბოლოს, იმიტომ, რომ პუტინიც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხასავითაა, რადგან სვლები აღარ დარჩა გარდა იმის, რომ კოპენჰაგენის აეროპორტებს ესვრის. რუსეთის ბედი პრაქტიკულად დაწერილია. მე დაწმრუნბეული ვარ, რომ რუსეთის კრახი გარდაუვალია და ამათ ეშინიათ, ჩვენც არ მივყვეთ, რადგან იმდენად აქვთ მათი ბედი გადაბმული პუტინზე, რომ იციან, მისი დასუსტება და ჩამოშლა პირდაპირ პროპორციულია აქ დიდი მოვლენების, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები