რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში რუსეთი? - რას ამბობენ "ოცნებაში"

26.09.25 11:13
რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში რუსეთი? - რას ამბობენ "ოცნებაში"

რატომ არ ახსენა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში რუსეთი? - "პირველებს" ამ კითხვას "ოცნებაში" სპეკულაცია უწოდეს. ივანიშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ ოკუპაციის საკითხზე ყველა საერთაშორისო ტრიბუნას მაქსიმალრად იყენებენ.  

მორიგი სპეკულაციური კითხვა თქვენგან, სხვას არც ველოდით. ჩვენ ყველა ტრიბუნას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ის მდგომარეობა, რაც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სამშვიდობო გზით დეოკუპაციის მიზნით, - ამბობს გივი მიქანაძე. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი პაატა სალია ირწმუნება, რომ რსეთის ხსენების აუცილებლობა გაეროში არ იყო, რადგან ისედაც ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

ახსენა ოკუპირებული ტერიტორიები. გაეროში კარგად არის ცნობილი, ვის მიერ არის ოკუპირებული, არაერთი რეზოლუცია არსებობს, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, მემგონი, კითხვები არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის 20%-ის ოკუპანტი. მთავარი გამოწვევა იყო წამოწელი წინ, იყო საუბარი ოკუპაციაზე და იყო არაერთ სხვა გამოწვევაზე საუბარი და იმ პერსპექტივებზე და მიღწევებზე, რაც საქართველოს აქვს ამ ბოლო პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სიტყვამ მოიცვა სრლად როგორც არსებლი პრობლემატიკა, ისე მიღწევები, - ამბობს პაატა სალია. 

მარიამ ლაშხი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ "გამოსვლა არაჩვეულებრივი იყო" და უპასუხოდ ტოვებს კითხვას, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა "რუსეთი".  

არაჩველებრივი გამოსვლა ჰქონდა, - ამბობს მარიამ ლაშხი. 

მიხეილ ყაველაშვილის 15-წუთიანი გამოსვლამ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის ხსენების გარეშე ჩაიარა. მის სიტყვაში მთავარი აქცენტი იყო იმაზე, როგორ „შეინარჩუნა ქვეყანამ მშვიდობა“ და ისიც, რომ „ქართული ოცნება" მზადაა დიალოგისთვის ყველასთან“.

ვიზიტი ისე სრულდება, რომ ყაველაშვილი ამერიკიდან ვერც კი ჩამოიტანს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გადაღებულ სამახსოვრო ფოტოს. განსხვავებით მისგან, ფოტო აქვს მაკა ბოჭორიშვილს, ოღონდ სანქცირებულ ბელორუს კოლეგასთან ერთად.

გარდა ამისა, ყაველაშვილი ვერ მოხვდა მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზეც.

 

მსგავსი სიახლეები