"რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა], რატომ უნდა დასანქცირდეს?!" - ირაკლი რუხაძე

26.09.25 11:59
"რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა], რატომ უნდა დასანქცირდეს?!" - ირაკლი რუხაძე

 

 

„იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე ამტკიცებს, რომ სანქცირებას არ ელოდება. განცხადება მან "პირველეების" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ქართულ ბიზნესს ბიძინა ივანიშვილის სანქცირება. სამთავრობო მედიის მფლობელმა თქვა: "სანქციები, რომლებიც არ მუშაობს, ბიზნესს დააზიანებს". 

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა". - თქვა ირაკლი რუხაძემ. 

კითხვაზე, რა მოხდება თუ გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რუხაძე პასუხობს:

„რატომ? რა დააშავა?! რატომ უნდა დაჯარიმდეს, რა დააშავა?!“ 

მსგავსი სიახლეები