ჟურნალისტი: რატომ არ ახსენა რუსეთი?/სალია: ახსენა ოკუპირებული ტერიტორიები
რატომ არ ახსენა რუსეთი მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას? - TV პირველის კითხვას "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა ასე უპასუხა: "ახსენა ოკუპირებული ტერიტორიები".
"გაეროში კარად არის ცნობილი ვის მიერ არის ოკუპირებული, არაერთი რეზოლუცია არსებობს, შესაბამისად მგონი ამისადმი კითხვები არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის ტერიტორიის 20&-ის ოკუპანტი. [...] მთავარი გამოწვევა იყო წამოწეული წინ, იყო საუბარი ოკუპაციაზე და არაერთ სხვა გამოწვევაზე. იმ პერსპექტივებსა და მიღწევებზე, რაც საქართველოს აქვს ამ ბოლო პერიოდში, ყველაფერზე იყო საუბარი" - თქვა პაატა სალიამ.