ყაველაშვილის გამოსვლამ "თხა და გიგო" გამახსენა - ელისაშვილი

26.09.25 13:19
ყაველაშვილის გამოსვლამ "თხა და გიგო" გამახსენა - ელისაშვილი

 

 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, მიხეილ ყაველაშვილის გაეროში გამოსვლამ "თხა და გიგო" გაახსენა. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი უმაღლესი ტრიბუნიდან რუსეთის ხსენებას, ცხადია, რომ ვერ გაბედავდა, რადგან თავად არის "რუსების დამქაში და რუსების დავალებების შესმრულებელი". 

ყაველაშვილს რომ ვუსმენდი, "თხა და გიგო" რომ არის, მოთხრობა საბავშო, აი, ეს არის. ალბათ ყველაზე გრძელი ტექსტი წაიკითხა ცხოვრებაში რაც კი წაკითხავს და ენაც მიიმტვრია იქ. რუსეთს როგორ ახსენებდა? რა მოლოდინი უნდა გვქონოდა, რომ რუსეთს ახსენებდა და თან იმ კონტექსტში, რომ ოკუპანტები არიან? თვითონაც არის რუსების დამქაში და რუსების დავალებების შემსრულებელი და საკუთარი სიტყვების შემწერი, პარლამენტში რომ გამოვიდა და "აქ ვინც რუსულ საქმეს ემსახურებაო". რანაირად ახსენებდა იმ რუსეთს?, - ამბობს ელისაშვილი. 

მიხეილ ყაველაშვილის 15-წუთიანი გამოსვლამ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის ხსენების გარეშე ჩაიარა. მის სიტყვაში მთავარი აქცენტი იყო იმაზე, როგორ „შეინარჩუნა ქვეყანამ მშვიდობა“ და ისიც, რომ „ქართული ოცნება" მზადაა დიალოგისთვის ყველასთან“.

ვიზიტი ისე სრულდება, რომ ყაველაშვილი ამერიკიდან ვერც კი ჩამოიტანს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გადაღებულ სამახსოვრო ფოტოს. განსხვავებით მისგან, ფოტო აქვს მაკა ბოჭორიშვილს, ოღონდ სანქცირებულ ბელორუს კოლეგასთან ერთად.

გარდა ამისა, ყაველაშვილი ვერ მოხვდა მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზეც.

 

 

მსგავსი სიახლეები