4 ოქტომბერი, ხაბე, რევოლუცია - ბანერი ბიძინა ივანიშვილის ღობეზე

26.09.25 13:24
4 ოქტომბერი, ხაბე, რევოლუცია - ბანერი ბიძინა ივანიშვილის ღობეზე

პროტესტი ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ამ წუთებში, შეკვეთილის რეზიდენციასთან  ხალხი "ბიძინა წადი"-ს სკანდირებს. 

"პირველების" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი შეკვეთილში მისივე რეზიდენციაში იმყოფება. 

ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს.

პოლიტიკოსები, პარკში შეკრებილებს ოთხი ოქტომბრის აქციის მოსაწვევებს ურიგებენ და უხსნიან რატომ არის საჭირო რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დგომა.

აქედან სულ რამდენიმე მეტრში გამოკეტილია თავის სასახლეში შეშინებული რუსი ოლიგარქი, რომელიც შეაშინა ქართველი ხალხის ერთიანობამ, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, დაამარცხა და ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით, მარცხი აღიარა ქართველ ხალხთან. პირველად 13 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, გაიქცა ივანიშვილი ბრძოლის ველიდან. ის ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარვების დღე. ამიტომ, ახლა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი რუსთაველზე გავიდეთ და ერთად დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი. 

“ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო ქთამაძემ თქვა, რომ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, 4 ოქტომნბერს რუსთაველის გამზირზე ყველა ერთად დადგეს. 

ჩვენ აქცია-პერფორმანსით მოვედით ამ ტყის ბინადართან, რომელიც საქართველოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის თავისი ცხოველური დამოკიდებულებით ამ ქვეყნის განვითარებას, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა დავდგეთ რუსთაველის გამზირზე ჩვენი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, - განაცხადა ბესო ქათამაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები