ვინ არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ელჩი დასავლეთში?

26.09.25 13:23
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ელჩი დასავლეთში?

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ელჩი დასავლეთში და ვინ ამოიკითხა საკუთარი თავი არასამთავრობოების განცხადებაში, რომ ევროპულ ქვეყნებს, სწორედ ბიზნესმენები სთხოვენ არ დაასანქცირონ ივანიშვილი, რადგან ამით საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება. 

“პირველებმა“ აღნიშნულ კითხვით იმ ბიზნესმენებს მიმართეს, რომლებიც დღეს ირაკლი კოაბხიძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ბიზნესმენების ნაწილმა კითხვაზე საერთოდ არ გვიპასუხა, ნაწილმა კი თქვა, რომ “წარმოდგენა არ აქვს.“

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ცნობით, პროცესში ჩართულები არიან ივანიშვილთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ მოკავშირეების მოსაძებნად. ორგანიზაციის განცხადებით, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დროთა განმავლობაში აუცილებლად გასაჯაროვდება. 

 

მსგავსი სიახლეები