კობახიძე ბიზესმენებს: 4 ოქტომბერი არასერიოზული ანონსების მიუხედავად, ჩაივლის მშვიდად

26.09.25 13:23
კობახიძე ბიზესმენებს: 4 ოქტომბერი არასერიოზული ანონსების მიუხედავად, ჩაივლის მშვიდად

"4 ოქტომბერი არასერიოზული ანონსების მიუხედავად, ჩაივლის მშვიდად"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ბიზნემსნებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

კობახიძე საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე იმყოფებოდა და სიტყვით გამოვიდა.

დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები