ყაველაშვილს ალბათ სამიანს დაუწერენ - ცისკარიშვილი

26.09.25 13:26
ყაველაშვილს ალბათ სამიანს დაუწერენ - ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილისგან გაეროში რუსეთის არხსენება, მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ივანიშვილის პარტია პირდაპირ მოსკოვის გავლენის ქვეშ არის და კრიტიკულ შეფასებებს ოკუპანტის მისამართით ვერ გააკეთებს.

არც იყო მოსალოდნელი, რომ რუსეთს ახსენებდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ დაქვემდებარებაში არიან და მათი ხელმძღვანეობა მოსკოვში ზის და აქედან გამომდინარე, მათძე ვერაფერს კრიტიკულს ვერ ამბობენ. მას არანაირი გეოპოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ამბიცია, რბილი ძალის გამოსხივება არ აქვს დასახული მიზნად, მხოლოდ საუბრობს იმაზე, თუ როგორი ტრადიციები გვქონდა ჩვენ ოდითგანვე და როგორი სტუმართმოყვარეები ვართ. ეს იყო მისი ამოცანა, რომელიც მან შეასრულა, ალბათ სამიანს დაუწერენ, - ამბობს ცისკარიშვილი. 

მიხეილ ყაველაშვილის 15-წუთიანი გამოსვლამ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის ხსენების გარეშე ჩაიარა. მის სიტყვაში მთავარი აქცენტი იყო იმაზე, როგორ „შეინარჩუნა ქვეყანამ მშვიდობა“ და ისიც, რომ „ქართული ოცნება" მზადაა დიალოგისთვის ყველასთან“.

ვიზიტი ისე სრულდება, რომ ყაველაშვილი ამერიკიდან ვერც კი ჩამოიტანს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გადაღებულ სამახსოვრო ფოტოს. განსხვავებით მისგან, ფოტო აქვს მაკა ბოჭორიშვილს, ოღონდ სანქცირებულ ბელორუს კოლეგასთან ერთად.

გარდა ამისა, ყაველაშვილი ვერ მოხვდა მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზეც.

 

მსგავსი სიახლეები