"ოცნებას" სპეცრაზმი არ ჰყოფნის, არ ენდობიან პოლიციას, ცდილობენ კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ - ირაკლი ნადირაძე
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის სკანდალურ განცხადება- ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ „ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის, სპეცრაზმი არ ჰყოფნის, არ ენდობიან პოლიციას და ცდილობენ კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ“.
ნადირაძის თქმით, „ე.წ. ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში“.
არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან, ვერ იმატებენ საჭირო რაოდენობის ადამიანებს დაცვის პოლიციიდან თუ სხვა სამთავრობო ძალოვანი უწყებებიდან და ახლა მიადგნენ კაზინოებისა და ბარ-რესტორნების კერძო დაცვის სამსახურებს და თანამშრომლებს, რომ იქნებ "კარგი" ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი დაიმატონ 4 ოქტომბრისთვის ფაქტია, ძალიან ეშინიათ ქოცებს... ე.წ. ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში და გამოვა მშვიდობიანად, სამოქმედოდ და გამარჯვებისთვის!!!,- წერს ნადირაძე.