ვერ ვიმკითხავებ, როდის დარეკავს ტრამპი - ირაკლი კობახიძე
"ვერ ვიმკითხავებ, როდის დარეკავს ტრამპი, ყავაში ვერ ჩავიხედავ"- ასე უპასუხა "ტვ პირველის" კითხვას "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.
შეკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა თქვა, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ვახშამზე შეხვდა, ტრამპი კი მას კომუნიკაციას დაჰირდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ასშ-ის პრეზიდენტთან სასაუბროდ "ნებისმიერ დროს მზად არის".
ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული - ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ესაა ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება.
სწორია და ძალიან კარგია თუ ბატონმა პრეზიდენტმაც პირდადაც უთხრა ეს ყველაფერი, ბატონ ტრამპს.
ვერ ვიმკითხვებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ [როდის დარეკავს ტრამპი]. ჩვენ მოთმინებით ველოდებით [ტრამპისგან ზარს], ნებისმიერ დროს მზად ვართ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა"- თქვა კობახიძემ.