გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს შეხვდნენ

26.09.25 14:39
გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს შეხვდნენ

"ლელო ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია-საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ. 

აუდიენციის ამსახველი ფოტო და აუციენციის დეტალები პარტიის პრესსამსახურებმა გაავრცელეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს თან ერთვის გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ფოტო. 

ოპოზიციის ორი ლიდერი მათ პარტიებს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ, ერთმანეთს პირველად შეხვდნენ: 

ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში.

მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.

განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, ირაკლი, საერთო გუნდთან ერთად, იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.

ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

მსგავსი სიახლეები