დროა: ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
„ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ"- ამის შესახებ განცხადებას პარტია "დროა" ავრცელებს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლეთოდიანებს განუცხადეს, რომ ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.
"დროას" ცნობით, ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.
რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!
არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!“ - წერს პარტია „დროა“